დერმოსკოპი არის ციფრული აპარატი, რომელიც გამოიყენება კანის დაავადებათა დიაგნოსტირებისათვის.
დერმატოსკოპიული კვლევა ძირითადად გამოიყენება კანის კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი წარმონაქმნების დიაგნოსტირებისათვის.
დერმატოსკოპის საშუალებით შესაძლოა სხვადასხვა დერმატოლოგიური დაავადების დიაგნოსტირება: ფსორიაზი, ვიტილიგო, წითელი ბრტყელი ლიქენი, დისკოიდური მგლურა, ფრჩხილქვეშა წარმონაქმნები და ა.შ.