დერმატოლოგია არის მედიცინის დარგი, რომელიც შეისწავლის კანის, ლორწოვანი გარსების, თმისა და ფრჩხილის დაავადებებს.
დერმატოლოგიური დაავადებების სპექტრი საკმაოდ დიდია და მოიცავს 3000-მდე დაავადებას.
დერმატოლოგია აერთიანებს ადგილობრივ და ზოგად თერაპიას, ქირურგიას, იმუნოთერაპიას, ფოტოთერაპიას, ლაზერულ და ფოტოდინამიურ თერაპიას.
ყველაზე მეტად გავრცელებულ დერმატოლოგიურ დაავადებებს მიეკუთვნება: აკნე, სოკოვანი ინფექციები, დერმატიტები, კანის წარმონაქმნები, ფსორიაზი, ვიტილიგო, მარტივი ჰერპესი და სხვა.